ფრესკული მოზაიკა
მართლმადიდებლური ხატწერის ტრადიციაზე დაფუძნებული მოზაიკური კომპოზიციები — ხატები და საეკლესიო სიუჟეტები.

ხატწერის ტრადიცია მოზაიკაში
ფრესკული მოზაიკა ეფუძნება მართლმადიდებლური ხატწერის ტრადიციას — კომპოზიცია წინასწარ მუშავდება, განისაზღვრება ფერთა გამა და თითოეული დეტალისთვის შესაბამისი მასალა.
ვმუშაობთ სმალტით, ბუნებრივი ქვითა, კერამოგრანიტით, ოქროთი და მარმარილოთი. თითოეული ნამუშევარი იქმნება კონკრეტული სივრცისა და კომპოზიციისთვის, ხატწერის კანონიკისა და მხატვრული მთლიანობის გათვალისწინებით.
როგორ იქმნება
ვარჩევთ ხატს ან საეკლესიო სიუჟეტს და ვამუშავებთ მას კონკრეტული სივრცის, ზომისა და არქიტექტურის გათვალისწინებით.
იქმნება დეტალური ესკიზი, განისაზღვრება ფერთა გამა და მასალების კომბინაცია.
მოზაიკა ხელით იწყობა სმალტით, ბუნებრივი ქვით, მარმარილოთი, კერამოგრანიტითა და ოქროს ელემენტებით — თითოეული ფრაგმენტი საერთო კომპოზიციის ნაწილია.
დასრულებული მოზაიკა მონტაჟდება ადგილზე, მუშავდება ნაკერები და სრულდება ზედაპირის საბოლოო დამუშავება..
პროექტები
გსურთ ფრესკული მოზაიკა თქვენს სივრცეში?
მოგვწერეთ WhatsApp-ზე.
