კონფიდენციალურობის პოლიტიკა
შესავალი
მოზაიკოსი ხელნაკეთი მოზაიკის სახელოსნოა. ყოველ ნამუშევარს ნატეხ-ნატეხ, სიყვარულით ვაწყობთ და ისევე ფრთხილად ვეპყრობით იმ მონაცემებს, რომლებსაც შეკვეთისას ან კურსზე ჩაწერისას გვანდობთ.
რა მონაცემებს ვაგროვებთ
სახელი და გვარი
საჭიროა შეკვეთის გასაფორმებლად ან კურსზე ჩასაწერად.
საკონტაქტო ტელეფონი
გამოიყენება WhatsApp-ით დასაკავშირებლად.
მისამართი
მხოლოდ მაშინ, თუ ნამუშევრის მიწოდება ან მონტაჟი გჭირდებათ.
ესკიზი ან ფოტო
თუ ინდივიდუალურ ნამუშევარს გვიკვეთავთ და თავად გვიგზავნით.
ტექნიკური მონაცემები (Cookies, IP მისამართი, ბრაუზერის ინფორმაცია)
გროვდება ავტომატურად Google Analytics-ის მეშვეობით, საიტის მონახულების სტატისტიკისთვის.
როგორ ვიყენებთ მონაცემებს
შეკვეთისას კალათაში ჩამატებული ნამუშევრები და თქვენ მიერ შეყვანილი მონაცემები WhatsApp-ით გადაეგზავნება მოზაიკოსის გუნდს და გამოიყენება შეკვეთის დასაზუსტებლად.
ონლაინ კურსზე ჩაწერისას თქვენ მიერ შევსებული მონაცემები ინახება ჩვენს Google Sheets ცხრილში და გამოიყენება მხოლოდ რეგისტრაციისა და თქვენთან დასაკავშირებლად.
მონაცემები არ იყიდება და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა შეკვეთის შესასრულებლად აუცილებელი შემთხვევებისა, მაგალითად კურიერისთვის.
Google Analytics და Cookies
საიტი იყენებს Google Analytics-ს ვებგვერდის ტრაფიკისა და მომხმარებლის ქცევის გასაანალიზებლად. ამ მიზნით გამოიყენება Cookie ფაილები, რომლებიც ინახავს ინფორმაციას თქვენი მოწყობილობისა და საიტზე მოქმედებების შესახებ. ეს მონაცემები მუშავდება Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და მომსახურების პირობების შესაბამისად.
გადახდები
საიტი ონლაინ გადახდას არ ახორციელებს. ფასს, ავანსსა და გადახდის წესს ცალკე, თქვენთან შეთანხმებით ვწყვეტთ.
მესამე მხარის სერვისები
მონაცემების დასამუშავებლად ვიყენებთ WhatsApp-ს (Meta), Google Sheets-ს და Google Analytics-ს (Google). ისინი თავიანთი წესებით მუშაობენ და ჩვენ მათ ვერ ვაკონტროლებთ.
ცხრილზე წვდომა მხოლოდ მოზაიკოსის გუნდს აქვს.
მონაცემთა უსაფრთხოება
ვიღებთ ყველა გონივრულ ზომას თქვენი მონაცემების დასაცავად. საიტი თქვენს ბრაუზერში ინახავს Cookie ფაილებს (იხ. სექცია 04), ხოლო კურსის რეგისტრაციის მონაცემები დაცულ Google ანგარიშში ინახება.
თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება:
- მოითხოვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლა;
- მოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რა მონაცემები გვაქვს;
- დაგვიკავშირდეთ ნებისმიერი შეკითხვით:
ცვლილებები
ვიტოვებთ უფლებას განვაახლოთ ეს პოლიტიკა ნებისმიერ დროს. ცვლილებები ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე. გთხოვთ, პერიოდულად შეამოწმოთ ეს გვერდი.
მოზაიკოსი