
მთავარი · მოზაიკა ავეჯში
მოზაიკა ავეჯში
თითოეული ნამუშევარი უნიკალურია, ამიტომ სივრცეც უფრო პერსონალური და განსაკუთრებული ხდება
რას შესძენს სივრცეს ავეჯი მოზაიკური ელემენტებით?

- სივრცეს უფრო შემოქმედებით და შთამაგონებელ ხასიათს აძლევს
- ქმნის გამორჩეულ აქცენტს ინტერიერში
- სივრცეს ხდის უფრო ორიგინალურს და ინდივიდუალურს
- ინტერიერს აძლევს უფრო მდიდრულ იერს
- თითოეული ნამუშევარი უნიკალურია, ამიტომ სივრცეც უფრო პერსონალური და განსაკუთრებული ხდება
ჩვენს პარტნიორ ხის სახელოსნოსთან (Woodsteel) ერთად ვამზადებთ სხვადასხვა ტიპის ავეჯს ინდივიდუალური დიზაინით.
ასევე შესაძლებელია უკვე არსებული მაგიდის, კარადის ან სხვა ავეჯის განახლება და გამშვენება მოზაიკური ელემენტებით.
როგორ იქმნება
01
ხის საფუძველი
მაგიდა დამზადებულია კაკლის ხისგან ჩვენს პარტნიორ ხის სახელოსნოსთან თანამშრომლობით.
02
მოზაიკური კომპოზიცია
ზედაპირზე ხელით იწყობა კერამოგრანიტისა და იტალიური ოქროს ფილებისგან შექმნილი მოზაიკა.
03
დამაგრება
მოზაიკის დასამაგრებლად გამოიყენება მაღალი ხარისხის სპეციალური წებოცემენტი.
04
ეპოქსიდური დაფარვა
დასრულებული ზედაპირი იფარება ეპოქსიდური ფისით, რაც მას იცავს და ერთიან, დასრულებულ იერს აძლევს.
ნამუშევრები
დაგვიკავშირდით